ყველასთვის კარგად ცნობილი უცოზი...
12-13 წლის ასაკში ბავშვები ძირითადად საიტს უცოზზე აკეთებენ რადგან ეს ყველაზე ადვილი და მოსახერხებელი და თანაც უფასო გრზაა ვებსაიტის შესაქმნელად...
მოგეხსენებათ პირველი საიტი მეც უცოზზე გავაკეთე,მიუხედავად იმისა რომ არ მყავდა ვიზიტორები მაინც დაუზარელად ვდებდი სიახლეებს და მერე სულ ჩემ საიტზე ვიყავი :დ ყველა დიზაინი მომწონდა .....
მოდი ცოტა უკეთ ჩავწვდეთ უცოზ სისტემას. უცოზი წარმოადგენს უფასო ვებ ჰოსტინგს რომელიც ასევე გვთავაზობს უფასო დომენს დაბოლოებით .ucoz.com და კიდევ რამდენიმე დაბოლოების ვარიანტს.
მოკლედ ვებსაიტის შექმნა უცოზის სისტემაში ყველაზე ადვილია ფაქტიურად მხოლოდ რეგისტრირდები,შემდეგ ირჩევ დომენს,დიზაინს,ქმნი კატეგორიებს და ა.შ მაგრამ ინტერფეისი იმდენად ადვილია რომ შესწავლაც არ გჭირდება პირველივე დღიდან იწყებ სიახლეების დადედაბას.ჩევნ წინა პოსტებში ვისაუბრეთ ძრავაზე,დომენზე,ჰოსტინგზე,მაგრამ როგორც ჩანს უცოზ სისტემა ისეა ნმოწყობილი რომ ეს ინფორმაცია რომც არ იცოდე საიტს მაინც უპრობლემოდ ქმნი,ასე რომ რა არის უცოზი? როგორ მართავ ვებ საიტს? უცოზ სისტემას აქვს ე.წ site builder რომლითაც ხდება ვებსაიტის მართვა,არის კოდის შეცვლის საშუალება (HTML,CSS),ასევე არის ფაილის ასატვირთი მენეჯერი,მაგრამ დამალულია ჰოსტინგის ყველა ფაილი,მონაცემთა ბაზა და კიდევ ბევრი რამ რაც შეიძლება შემდგომში ჰოსტინგის ყიდვის დროს შეგხვდეთ. მოკლედ რომ ვთქვათ სწორედ ეს არის უცოზის პლიუსი,თუ უბრალოდ გინდათ გაერთოთ და საიტი გააკეთოთ,ერთი წკაპით მოაწყოთ ფორუმი,გქონდეთ რეგისტრაციის ფორმა,ვიზუალური ედიტორი და ა.შ უცოზი კარგი არჩევანია.
ახლა მის მინუსებზე ვისაუბროთ.
როგორც მოგეხსენებათ სეო ვებსაიტის განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია,თუ გვინდა ვიზიტორები უნდა მივხედო სეოს...
სეოს შესახებ სტატიები იქნება შემდეგ სტატიებში...
თუ უცოზთან გქონათ შეხება დააკვირდებით რომ პირველი თვე ზიტორები საერთოდ არ არიან თუ საიტი არ "გააბაზრე" :დ სცადეთ მოძებნოთ თქვენი უცოზ საიტი გუგლში,ვერც იქ აღმოაჩენთ,ცოთა იმედგაცრუებული დარჩებით....
როცა გვინდა გოოგლში ჩვენი საიტი გამოცნდეს გუგლის ინფორმაციას უნდა მივცეთ ჩვენი საიტის შესახებ რათა განათავსოს მან საიტი თავის სისტემაში,ამის გაკეთება ძალიან ადვილია მაგრამ არც ეს არ შველის საქმეს უცოზის შემთხვევაში,რადგან უცოზი არ აძლევს საძიებო სისტემებს მისი საიტის სისტემაში განთავსების უფლებას,საიტის გაკეთებიდან 30 დღის მანძილზეთქვენი საიტი საძიებოსისტემებში ვერ მოხვდება....
ამ ყველაფერს უცოზი აკეთებს ე.წ. robots.txt ფაილის საშუალებით,სადაც მითითებულია რომ საძიებო სისტემებს არ აქვთ მისი დაინდექსების უფლება.....
ჩვეულებრივი ჰოსტინგის დროს ამ ფაილის კორექტირების უფლება გვაქვს მაგრამ უცოზ სისტემაში ეს ფაილი დამალულია შესაბამისად უნდა დაველოდოთ ერთ თვეს რომ ჩვენი საიტი საძიებო სისტემებში მოხვდეს...
robots.txt -ის შესახებ ვისაუბრებ შემდეგ სტატიებში :)
https://shopmania.ge - ინტერნეტ მაღაზია
ReplyDelete