კომპიუტერის თითოეული
ნაწილი საჭიროებს დენით მომარაგებას რათა იმუშაოს.კომპიუტერის ნაწილი რომელიც ახდენს
მთელი კომპიუტერის დენით მომარაგებას არის კვების ბლოკი (PSU).კვების ბლოკი
იღებს დენს გარე წყაროდან.ქეისზე ერთდება გადამყვანი.ქეისიდან მისი ერთი ბოლო კვების
ბლოკზეა შეერთებული,მეორე კი ჩამრთველში (დენცქვიტაში :D როგორც გავიგე შტეფცელს დენცქვიტა
ქვია ქართულად ) .გადამყვანის
საშუალებით კვების ბლოკამდე მიდის ცვლადი დენი, შემდგომში კი კვების ბლოკის საშუალებით
ის გარდაიქმნება დაბალ-ვოლტიან მუდმივ დენად,რომელსაც იყენებს კომპიუტერი.
კვების ბლოკი
საჭიროა ორი მიზეზის გამო.პირველი,კომპიუტერს ჭირდება მუდმვი დენი.დენი კი რომელიც
ჩამრთველში მოდის არის ცვლადი დენი,კვების ბლოკი ცვლად დენს მუდმივ დენად აქცევს შესაბამისად
კომპიუტერს აქვს საშუალება მიიღოს მუდმივი დენი.მეორე მიზეზი არის ის რომ კომპიუტერის
კომპონენტები იყენებენ დაბალ-ძაბვიან დენს ხოლო დენს რომელიც მოდის ჩამრთველში აქვს
მაღალი ძაბვა.კვების ბლოკი მაღალი ძაბვის მქონე დენს გადააქცევს დაბალი ძაბვის დენად.დენის რაოდენობა
რომელიც უნდა მიეწოდოს კომპიუტერს დამოკიდებულია კომპიუტერის კომპონენტებზე რომლებსაც
შეიცავს იგი.მაგალითად თუ შენ იყენებ მძლავრ პროცესორს და ვიდეოკარტას,შესაბამისად
გჭირდება უფრო მძლავრი კვების ბლოკი,რომ მოხდეს ნაწილების დენით საკმარისად მომარაგება.ასე
რომ როცა ყიდულობთ კომპიუტერის რაიმე ნაწილს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ შეძლებს თუ არა თქვენ კვების ბლოკი ყველა ნაწილის საკმარისად
მომარაგებას ნაწილის დამატების შემდეგ.
No comments:
Post a Comment