Wednesday, August 7, 2013

მყარი დისკი



მყარი დისკი (Hard Disk Drive – HDD) არის ძირითადი მოწყობილობა სადაც ინახება ინფორმაცია რომელიც არ არის გამოყენებაში მოცემულ მომენტში.მყარი დისკი იყენებს მაგნეტიზმს რომ ჩაიწეროს ინფორმაცია მაგნიტური მატერიალის  მბრუნავ დისკზე.მბრუბავ დისკზე არის მოძრავი „მხარი“ რომ მოხდეს ინფორმაციის წაკითხვა და ჩაწერა დისკის სხვადასხვა ნაწილზე.რადგან დისკი რჩება დამუხტული დენის წყაროდან გამორთვის შემდეგაც,შედეგად ინფორმაცია რომელიც მყარ დისკზეა არ იკარგება.
ვინჩესტერი


თანამედროვე მყარი დისკები განსხვავდებიან სამი ძირითადი მახასიათებლით.პირველი ეს არის უნარი რა რაოდენობის ინფორმაციის შენახვა შეუძლია,იზომება გეგაბაიტებში ან ტერაბაიტებში.მეორე მახასიათებელი არის დისკის ბრუნვის სიჩქარე,თუ რამდენ ბრუნს აკეთებს დისკი წუთში,იზომება ბრ/წთ - Rotations Per Minute (RPM). რაც უფრო სწრაფად ტრიალებს დისკი,მით სწრაფად ხდება ინფორმაციის გამოტანა,გამოძახება.ბოლო მახასიათებელი არის ინტერფეისის ტიპი რომელსაც მყარი დისკი იყენებს.ინტერფეისი არის მყარი დისკის დედაპლატაზე შეერთების ტიპი.თანამედროვე მყარი დისკების უმრავლესობა იყენებს SATA ან SAS ინტერფეისებს,თუმცა IDE ინტერფეისიც ასე თუ ისე გავრცელებულია.მნიშვნელოვანია გაარკვიოთ რომელ ინტერფეისს უზრუნველყოფს თქვენი დედაპლატა სანამ შეიძენთ მყარ დისკს.
ბოლო ტექნოლოგია რომელიც დაემატა პერსონალ კომპიუტერებს არის Solid State Drive – SSD.SSD ასრულებს იგივე ფუნქციებს რასაც მყარი დისკი,მათ შორის განსხვავება ისაა,რომ მყარი დისკი იყენებს მბრუნავ დისკს რომ შეინახოს ინფორმაცია,SSD კი იპეციალურ მიკროჩიპებს,შესაბამისად ის უფრო საიმედოა,ასევე იგი მუშაობს უფრო ჩუმად და უფრო სწრაფად ვიდრე მყარი დისკი,თუმცა SSD -ს თითო გეგაბაიტი უფრო ძვირი ღირს ვიდრე მყარი დისკის.

No comments:

Post a Comment