Wednesday, August 7, 2013

გარე პორტები



როგორც ზემოთ არის ნახსენები დედპლატას აქვს რამდენიმე გარე პორტი.მათ ეწოდებათ გარე პორტები რადგან მათი გამოყენება ხდება კომპიუტერის გარეათა მხარეს ქეისიდან.
გარე-პორტები


არის რამდენიმე გარე პორტი :
 VGA ან DVI კონექტორი-ეს პორტები გამიყენება კომპიუტერზე მონიტორის შესაერთებლად.
Ethernet-ეს პორტი გამოიყენება კომპიუტერის ინტერნეტთან,ქსელთან შესაერთებლად.
HDMI-გამოიყენება კომპიუტერის მაღალი შესაძლებლობების მონიტორთან ან ტელევიზორთან შესაერთებლად
eSATA-ეს პორტი გამოიყენება კომპიუტერზე გარე მყარი დისკის შესაერთებლად SATA-ს გამოყენებით.


USB Port-ყველაზე გავრცელებული კონექტორი გარე მოწყობილობებისთვის.

დღესდღეობით ყველა კომპიუტერს აქვს ორზე მეტი USB-Universal Serial Bus პორტი.არსებობს ორი სახის USB : USB 2.0 და USB 3.0. USB 3.0 შეუძლია ინფორმაციის გადატანა უფრო სწრაფად ვიდრე UBS 2.0 თუმცა მოწყობილობა რომლიდანაც გადაგვაქვს ინფორმაცია ასევე უნდა უზრუნველყოფდეს USB 3.0 ტექნოლოგიას.თქვენ შეგიძლიათ შეართოთ ნებისმიერი სტანდარტის USB მოწყობილობა ნებისმიერი სტანდარტის USB პორტში და მოყწობილობა მაინც იფუნქციონირებს.თუმცა ინფორმაციის გაგზავნის დროს,თუ პორტი არის USB 3.0 და მოწყობილობა არ უზრუნველყოფს USB 3.0 -ს და უზრუნველყოფს მხოლოდ USB2.0 ,მაშინ ინფორმაციის გაგზავნა მოხდება USB 2.0 სიჩქარით.

როცა ყიდულობთ მონიტორს,კლავიატურას,მაუსს,პრინტერს ან სხვა მოწყობილობას დარწმუნდით რომ თქვენს კომპიუტერს აქვს სათანადო პორტი,სხვა შემთხვევაში თქვენ ვერ შეძლებთ მაწყობილობის გამოყენებას.

No comments:

Post a Comment