თითქმის ყველა იყენებს კომპიუტერს დღესდღეობით მაგრამ
ცოტამ თუ იცის როგორ მუშაობს ის.ფაქტიურად ბევრი ადამიანი მას ან პროცესორს ან ვინჩესტერს
უძახის,როცა ეს მისი მხოლოდ ორი ნაწილია.როცა მისი ყველა ნაწილი ერთად მუშაობს,იქმნება
მოწყობილობა რომელსაც ქვია
ყველა ინდივიდუალური კომპონენტი რომლებიც ერთობლიობაში
ქმნიან კომპიუტერს,თავმოყრილნი არიან ე.წ. კომპიუტერის ქეისში.ქეისზე დავინახავთ სხვადასხვა
პორტებს, „შესაერთებლებს“ სადაც შეგვიძლია შევაერთოთ სხვადასხვა მოწყობილობები.
1.კომპიუტერის ქეისის წინა მხარე 2.კომპიუტერის ქეისის უკანა მხარე
კომპიუტერის ქეისს წინა მხრიდან აქვს ოპტიკური დისკწამყვანი
სადაც შეგიძლიძლიათ დისკი ჩადოთ რათა მოახერხოთ მისი „წაკითხვა“.
წინამხრიდან ასევე არის USB პორტები და მედია
მკითხველები.USB პორტები განკუღვნილია USB მოწყობილობებისა და კაბელებისთვის.USB პორტში შეგიძლიათ
შეაერთოთ „ფლეშკები“ (flash
drive)
iPod,iPad,გარე
მყარი დისკები. მედია მკითხველებით შესაძლებელია მოახდინოთ ვიდეო კამერის მეხსიერების
წაკითხვა,მასზე სურათების და ვიდეოების დათვალიერება,კამერის მეხსიერების კარტის მედია
რიდერში მოთავსებით.კომპიუტერის უკანა მხარეს ნახავთ შესაერთელებს კომპიუტერის სხვადასხვა
ნაწილებისთვის,გარე მოწყოილობებისთვის,როგორიცაა პრინტერი,მაუსი,კლავიატურა,მონიტორი.უკანა
მხარეს ასევე ნახავთ იტერეტის კაბელის შესაერთებელს დაე რამდენიმე დამატებით USB პორტს.
კომპიუტერის შიგა
ნაწილი
კომპიუტერის ქეისის გასახსნელად უნდა მოხსნათ ჯერ ხრახნები
შემდეგ კი ქეისის ნახევარი მთლიანად მოიხსნება.კომპიუტერის შიგნით დაინახავთ დაფას
რომელზეც მიმაგრებულია სხვადასხვა ნაწილები,ზოგი კაბელებით და ზოგი პირდაპირ შეერთებული
დაფაზე კაბელის გარეშე.დაფას,რომელზეც
ეს ნაწილებია დამაგრებული ეწოდება დედაპლატა ან დედადაფა
3.დედაპლატა
კომპიუტერის თითოეული ინდივიდუალური ნაწილი მიერთებულია
დედაპლატაზე შემდეგ კი კვების ბლოკზე რათა მოხდეს მათი დენით მომარაგება
4.კვების ბლოკი
დედაპლატაზე ხდება კომპიუტერის ყველა ინდივიდუალური
კომპონენტის მიერთება რათა მათ ქონდეთ ერთმანეთთან კომუნიკაცისს საშუელება და კომპიუტერმა
შეძლოს გამართულად მუშაობა.
No comments:
Post a Comment