ქსელის წარმოშობა განაპირობა კომპიუტერებს შორის ინფორმაციის გაცვლის საჭიროებამ.
თავდაპირველად ქსელში ჩართული იყო დაახლოებით ათამდე კომპიუტერი რომლებსაც კავშირი ქონდათ ერთმანეთთან კაბელების საშუალებით.ამ ქსელს (LAN) ლოკალური ქსელი ეწოდა.ლოკალურ ქსელს ძირითადად იყენებენ ორგანიზაციები.
შემდგომში ლოკალური ქსელი გაფართოვდა და ახლა მასში ჩართულია მილიონობით კომპიუტერი და მას (WAN) გლობალური ქსელი ეწოდება.
არსებობს ქსელის ორი ტიპი: ერთრანგიანი(Peer To Peer) და კლიენტ-სერვერული(Server Based)
1.ერთრანგიან ქსელში ველა კომპიუტერს თანაბარი უფლება აქვს და შეუძლია როგორც კლიენტის ასევე სერვერის როლში ყოფნა.ქსელში მაქსიმუმ ჩართულია 10 კომპიუტერი.ასეთ ქსელებს Workgroup-ს უწოდებენ.
2.კლიენტ-სერვერული ტიპის ქსელში ყველა კოპიუტერს არ აქვს თანაბარი უფლება უსაბრთხოების მიზნით.ასეთ ქსელში ერთ ან რამდენიმე კომპიუტერს(სერვერებს) ევალებათ მოემსახურონ დანარჩენ კომპიუტერებს(კლიენტებს).
ასევე შესაძლებელია ამ ორი ქსელის შერწყმაც როდესაც კლიენტი კომპიუტერები სარგებლობენ როგორც სერვერის მომსახურებით ასევე ინფორმაციას ცვლიან როგორც ერთრანგიანი კომპიუტერები
No comments:
Post a Comment