ოპერატიული მეხსიერება
RAM – Random Access Memory წარმოადგენს კომპიუტერის ნაწილს სადაც
განთავრებულია ის ინფორმაცია რომელიც გამოყენებაშია პროცესორის,ოპერაციული სისტემის,პროგრამების,და
სხვა მოწყობილობების მიერ კომპიუტერის მუშაობის მომენტში.ოპერატიული მეხსიერება დიზაინირებულია ისე რომ ინფორმაცია
რომელიც განთავსებული მასზე შეიძლება წაიკითხო ნებისმიერ მომენტში,ოპერატიული მეხსიერება
არის ბევრად სწრაფი მყარი დისკისა და დისკწამკითხველისგან განსხვავებით.
როცა ვიყენებთ
კომპიუტერს ის აკოპირებს ფაილებს რომლებიც გამოყენებაშია და განათავსებს მათ ოპერატიულ
მეხსიერებაზე რათა მისი გამოძახება მოხდეს ბევრად სწრაფად ეს იქნება ოპერაციული სისტემის
ფაილები თუ პროგრამები.რაც უფრო დიდი ადგილია ოპერატიულ მეხსიერებაზე მით იშვიათად
ხდება მყარი დისკისთვის მიმართვა,რომელიც ბევრად ნელია.ოპერატიული მეხისერება არის 512mg 1gb 2gb ტევდობის და ა.შ.წარმოიდგინეთ რომ მყარი დისკი
არის ჭა ხოლო ინფორმაცია მასზე კი წყალი რომელიც ჭაში ასხია.ხოლო ოპერატიული მეხსიერება
კი ჭურჭელი რომლითაც ჭიდან წყალი ამოგვაქვს,რაც უფრო დიდია ჭურჭელი უფრო ცოტაჯერ დაგვჭირდება
ჭურჭლით საჭირო წყლის ამოტანა.თვისება რომელიც ოპერატიულ მეხსიერებას ახასიათებს არის
აქროლადობა,ამით იმას ვგულისხმობ რომ კომპიუტერის გამორთვის შემდეგ,ინფორმაცია რომელიც
კომპიუტერის მუშაობის პერიოდში ოპერატიულ მეხსიერებაზე განთავსდა მთლიანად იშელბა და
ოპერატიული მეხსიერება სუფთავდება.სწორედ ამიტომ ყველა ინფორმაცია განთავსებულია მყარ
დისკზე რადგან არ მოხდეს ინფორმაცისს დაკარგვა.ოპერატიული მეხსიერება არსებობს სხვადასხვა
სიჩქარის და ტიპის,ამიტომ როცა აპირებთ ოპერატიული მეხსიერების დამატებას კომპიუტერისთვის
უნდა გაარკვიოთ რამდნად შეთავსებადია ის თქვენს დედაპლატასთან.
No comments:
Post a Comment