Thursday, August 8, 2013

ინტერნეტ შოპინგი

ინტერნეტ შოპინგი ალბათ ყველამ იცით რაც არის ამიტომ ამს ახსნას აღარ დავიწყებ.უბრალოდ ვისაუბრებ იმაზე თუ როგორ ხდება ეს პროცესი.ალბათ ბევრს სურს გამოიწეროს ინტერნეტიდან თუნდაც იმიტომ რომ უფრო მოსახერხებელია ან იმიტომ რომ საქართველოში არ არის ის პროდუქტი რისი შეძენაც გვსურს,მაგრამ მაშინვე იბადება ეს კითხვები: რომ არ ჩამოვიდეს საქონელი? რამე არასწორად რომ გავაკეთო? სად უნდა მივიდე ჩამოტანილის ასაღებად? ანგარიშიდან რომ მომიხსნან თანხა? ამერიკიდან საქართველოში ვინ ჩამოგიტანს????!!!!
ინტერნეტ შოპინგი

მით დავიწყოთ ეს სტატია.რომ როცა პირველად მშობლებთან ვახსენე რომ ინტერნეტიდან მინდოდა პროდუქის ყიდვა უარზე იდგნენ და მეც დამაეჭვეს იმაში რომ ეს შეუძლებელი იყო! თუმცა მერე ერთად ვიყავით ნივთის გამოსატანად წასული ;)



პირველ რიგში ვარჩევთ ინტერნეტ მაღაზიას რომლიდანაც ვაპირებთ ნივთის ყიდვას.ყველაზე სანდო ინტერნეტ მარაზიებია ამაზონი და ებეი,არის კიდევ რამდენიმე მაღაზია რომელთაც დიდი პოპულარობა მოიპოვეს.... მას შემდეგ რაც ავარჩევთ სასურველ მაღაზიას ,ვათვალიერებთ პროდუქციას და ვარჩევთ სასურველ ნივთს! როგორც მოგეხსენებათ საქართველოში არ არის ბევრი ინტერნეტ მაღაზია ამიტომ ამ შემთხვევაში განვიხილოთ თუ როგორ უნდა გამოვიწეროთ უცხოეთიდან.მაგალითისთვის ავიღებ ამაზონს,რადგან ებეიდან ვერ ხერხდება გამოწერა ჯერ კიდევ ისე ინტენსიურად ფეიფალის გამო,თუმცა ფეიფალი საქართველოშია მაგრამ ყველა ბანკის კარტას მაინც არ იღებს. ფეიფალზე ვისაუბრებ შემდეგ პოსტში!
მას სემდეგ რაც ავარჩევთ პროდუქციას და ვრეგისტრირდებით ინტერნეტ მაღაზიის საიტზე,ვიწყებთ უშუალოდ პროდუქცისს გამოწერას. ამ პოსტში მინდა ვისაუბრო ზოგადად თუ როგორ ხდება ინტერნეტიდან გამოწერა,თუ როგორ ჩამოდის საქართველომდე და ა.შ ამიტომ კერძო სემთხვევებს განვიხილავ შემდეგ პოსტებში.
მას შემდეგ რაც გამოვიწერთ პროდუქციას ამაზონიდან,ამაზონმა უნდა მოიტანოს ის რომელიღაც მისამართზე ცხადია :) საქართველოში უკვე საკმაოდ მომრავლდა გადამზიდი კომპანიები რომლებიც გვთავაზობენ პროდუქცისს სხვა ქვეყნიდან ტრანსპორტირებას და ჩვენც სწორედ ეს გვჭირდება ახლა! მე პირადა ვარ USA2GEORIA-ს მომხმარებელი და შესაბამისად რეკომენდაციას ვუწევ ამ გადამზიდ კომპანიას.
უნდა დავრეგისტრირდეთ გადამზიდი კომპანისს საიტზე რის შემდეგაც ისინი მოგვცემენ მისამართს სხვა ქვეყანაში ამ შემთხვევაში ამერიკაში, რომელ მისამართსაც ვუთითებთ ამაზონის საიტზე რათა ამ მისამართზე მოხდეს პროდუქცისს მოტანა.რგისტრაცისს დროს ვუთითებთ ამ მისამართს ამიტომ წინასწარ გაამზადეთ გადამზიდი კომპანიის მიერ მოცემული მისამართები.მას შემდეგ რაც პრდუქციას მოიტანენ ამერიკის მისამართზე ეს გამოჩნდება თქვენს გადამზიდ კომპანისს ანგარიშზე და ასევე იქვე ეწერება თარიღები თუ რამდენ დღეში წამოვა პროდუქცია ამერიკიდან საქართველოში.პროდუქცისს ჩამოტანის ფასს კომპანია თვითონ გამოგიგზავნით იმეილზე(ინვოისს). ასევე კომპანისს საიტზევე შიგიძლიათ ნახოთ ტარიფები.მას შემდეგ რაც კომპანია პროდუქტს ჩამოიტანს თქვენ შესაძლებლობა გექნებათ კურიერს მოატანინოთ პროდუქციას სახლამდე ან მიბრძანდეთ ოფისში.ოფისის მისამართები ასევე მითითებულია გადამზიდი კომანისს ვებსაიტზე

უფრო დაწვრილებით ინფორმაციას და კერძო შემთხვევებს განვიხილავ შემდეგ პოსტებში!

No comments:

Post a Comment